ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

ᲗᲔᲛᲔᲑᲘ
1
ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ FITPASS?
2
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲘᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ FITPASS-ᲘᲗ?
3
FITPASS ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ
4
ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲩᲐᲠᲗᲕᲐ FITPASS ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲨᲘ
5
ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ

1. ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ FITPASS?

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ FITPASS? 

Fitpass კორპორატიული მომსახურებაა, რომელიც პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს საშუალებას აძლევს დაკავდნენ 40-ზე მეტი სპორტული აქტივობით, 200-ზე მეტ ობიექტში, საქართველოს მასშტაბით.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲘᲫᲘᲜᲝ FITPASS?

იმისთვის, რომ Fitpass-ის შეძენა შეძლო, აუცილებელია, შენი ან ოჯახის წევრის დამსაქმებელი კომპანია იყოს ჩვენი პარტნიორი. Პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოგვწერე კომპანიის დასახელება ვებგვერდის ჩათში და ვეცდებით მალე გიპასუხოთ.

FITPASS-ᲘᲡ ᲨᲔᲫᲔᲜᲐ ᲛᲡᲣᲠᲡ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲩᲔᲛᲘ ᲓᲐᲛᲡᲐᲥᲛᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘ

ასეთ შემთხვევაში შეგიძლია *ოჯახის წევრის დახმარებით შეიძინო Fitpass ან დამსაქმებელი კომპანია ჩართო ჩვენს სისტემაში.

*მშობლები, მეუღლე, შვილები და და-ძმა 

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲩᲐᲕᲠᲗᲝ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ FITPASS ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲨᲘ?

დამსაქმებელი კომპანიის Fitpass სისტემაში ჩასართავად, შეავსე მარტივი ფორმა აქ.

ფორმის შევსების შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი რამდენიმე დღეში დაუკავშირდება საკონტაქტო პირს, გააცნობს დეტალურ პირობებს და სურვილის შემთხვევაში გაფორმდება პარტნიორობის ხელშეკრულება.

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲓᲐᲛᲡᲐᲥᲛᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲛᲮᲠᲘᲓᲐᲜ FITPASS ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲨᲘ ᲩᲐᲡᲐᲠᲗᲐᲕᲐᲓ?

კომპანიებისთვის პარტნიორობა სრულიად უფასოა. თანამშრომლობისთვის საჭიროა მხოლოდ მინიმუმ *10 ადამიანის დაინტერესება, როგორც თანამშრომლების, ისე მათი ოჯახის წევრების (მშობლები, მეუღლე, შვილები და და-ძმა).

აუცილებელია, დამსაქმებელი კომპანიის HR ან საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ჩაერთოს მსურველთა რაოდენობების ყოველთვიულ განახლებებში.

*გაითვალისწინე, მინიმალური მსურველთა რაოდენობა კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს.

ᲗᲣ ᲩᲔᲛᲘ ᲓᲐᲛᲡᲐᲥᲛᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ FITPASS-ᲘᲡ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲐ, ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲠᲝᲛᲔᲚᲘ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲨᲔᲫᲔᲜᲐ?

Fitpass - ის შეძენას შეძლებ ოჯახის შემდეგი წევრებისთვის: მშობლები, მეუღლე, შვილები და და-ძმა.  

თუ არასრულწლოვანი ოჯახის წევრისთვის გსურს Fitpass-ის შეძენა, აუცილებელია, პარტნიორ სპორტულ ობიექტთან წინასწარ გადაამოწმო ინფორმაცია ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით.  

ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ FITPASS-ᲘᲡ ᲨᲔᲫᲔᲜᲐ?

მაქსიმუმ 5 ოჯახის წევრისთვის შეძლებ Fitpass-ის გააქტიურებას.

ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲗᲣ ᲐᲠᲐ FITPASS ᲨᲔᲕᲘᲫᲘᲜᲝ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲘᲡᲔ, ᲠᲝᲛ ᲐᲠ ᲨᲔᲕᲘᲫᲘᲜᲝ ᲛᲔ (ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲔᲚᲛᲐ)?

კი, შენი დამსაქმებელი კომპანიის დახმარებით, შეგიძლია მხოლოდ ოჯახის წევრს გაუაქტიურო Fitpass.

2. ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲘᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ FITPASS-ᲘᲗ?

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲘᲧᲔᲜᲝ FITPASS?

Შეარჩიე სასურველი სპორტული ობიექტი ჩვენს ვებსაიტზე ან აპლიკაციაში. Ვიზიტისას კი გახსენი აპლიკაციის QR სკანერი და მონიშნე ობიექტის შესასვლელში განთავსებული QR კოდი. 

ᲠᲐ ᲡᲘᲮᲨᲘᲠᲘᲗ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ FITPASS-ᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ?

Fitpass-ით ვიზიტის დაფიქსირებას დღეში მაქსიმუმ ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად შეძლებ.

ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲔ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠ ᲡᲞᲝᲠᲢᲣᲚ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲡ ᲕᲔᲡᲢᲣᲛᲠᲝ? 

Რა თქმა უნდა, დღეში ერთი აქტივობისთვის, ყოველდღე ნებისმიერ პარტნიორ ობიექტს შეგიძლია ესტუმრო.

გამონაკლისია ოლიმპიკის აუზი, სადაც ცურვით და ფიტნესით ერთდროულად, ერთი და იმავე დღეს შეგიძლია დაკავდე.

ᲠᲝᲛᲔᲚ ᲥᲐᲚᲐᲥᲔᲑᲨᲘ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ FITPASS-ᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ? 

Fitpass-ით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში შეგიძლია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ზესტაფონი, ქუთაისი, მცხეთა, ზუგდიდი, მარნეული, გორი, ქობულეთი.

FITPASS ᲛᲥᲝᲜᲓᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲐᲓᲒᲘᲚᲘ ᲨᲔᲕᲘᲪᲕᲐᲚᲔ. ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲘᲥᲪᲔ?

თუ ახალი დამსაქმებელი კომპანია ასევე ჩვენი პარტნიორია, აუცილებელია, Fitpass-ის გააქტიურების შესახებ მიმართო HR ან საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელ პირს.

აპლიკაციის გამოყენებას კი შენი ძველი მეილით და პაროლით შეძლებ. თუ მეილის ცვლილება დაგჭირდა, მოგვწერე ვებგვერდზე ჩათში.

ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲘ ᲓᲐᲯᲐᲕᲨᲜᲐ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲐ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲨᲘ ᲬᲐᲡᲕᲚᲐᲛᲓᲔ? 

უმეტესი ობიექტი არ ითხოვს წინასწარ ჯავშანს, თუმცა ჯგუფური ვარჯიშების შემთხვევაში, ჯგუფში შეზღუდული რაოდენობის გამო, დაგჭირდება წინასწარ ჩაწერა. 

ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗ ᲠᲐᲘᲛᲔ ᲗᲐᲜᲮᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲐ ᲛᲘᲬᲔᲕᲡ? 

ერთთვიანი გადასახადის გარდა, Fitpass-ისთვის დამატებითი თანხის გადახდა არ გიწევს. მაგრამ, აუცილებლია, გაეცნო სასურველი ობიექტის აღწერას ჩვენს აპლიკაციასა თუ ვებსაიტზე, რადგან ზოგიერთ მათგანს დამატებითი სერვისებისთვის დამატებითი გადასახადი აქვს.

ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲡ ᲕᲔᲡᲢᲣᲛᲠᲝ, ᲠᲐᲪ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲐᲜ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲖᲔᲐ ᲒᲐᲜᲗᲐᲕᲡᲔᲑᲣᲚᲘ? 

კი, ყველა დაწესებულება, რომელიც Fitpass-ის აპლიკაციაში ან ვებსაიტზეა განთავსებული, ჩვენი პარტნიორია და შეგიძლია ნებისმიერს ეწვიო შენი Fitpass-ით. 

ᲠᲐ ᲓᲐᲛᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ FITPASS-ᲘᲡ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲨᲘ ᲕᲘᲖᲘᲢᲘᲡᲐᲡ?

ვიზიტის დასაფიქსირებლად, აუცილებელია, აპლიკაციაში ავტორიზაცია გქონდეს გავლილი. ავტორიზაციას Ჩვენს სისტემაში რეგისტრირებული პაროლით შეძლებ.

FITPASS-ᲘᲡ ᲓᲐᲞᲐᲣᲖᲔᲑᲐᲡ ᲨᲔᲕᲫᲚᲔᲑ?

ყველა პარტნიორი კომპანია ყოველთვიურ საანგარიშო რიცხვს ირჩევს, რაც გულისხმობს, რომ ყოველთვიურად ამ რიცხვშია შესაძლებელი მომსახურების დაპაუზება და გააქტიურება. დაპაუზებისთვის, აუცილებელია, მიმართო იმ კომპანიის HR ან საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელ განყოფილებას, რომლის დახმარებითაც შეიძინე Fitpass. 

ᲩᲔᲛᲘ ᲡᲐᲧᲕᲐᲠᲔᲚᲘ ᲓᲐᲠᲑᲐᲖᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲨᲘ. ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲓᲐᲐᲛᲐᲢᲝᲗ?

გთხოვ, მოგვწერე აპლიკაციის ან ვებგვერდის ჩათში, რომელი დარბაზის დამატებას ისურვებდით. ჩვენი გუნდი კი მაქსიმალურად ეცდება მის დამატებას.

ᲡᲐᲓ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ FITPASS-ᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ?

Fitpass აპლიკაციით ვიზიტის დაფიქსირებას, საქართველოს მასშტაბით, პარტნიორ ობიექტებში შეძლებ.

3. FITPASS ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ

ᲠᲐ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ FITPASS ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲘᲗ?

Fitpass აპლიკაციით შეგიძლია:

- დააფიქსირო ვიზიტი წამებში

- აღმოაჩინო ახლოს მდებარე და პოპულარული ობიექტები

- გაეცნო პარტნიორი ობიექტების დეტალურ ინფორმაციას 

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲓᲛᲝᲕᲬᲔᲠᲝ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ?

აპლიკაციის გადმოწერა Apple Store, Google Play და AppGallery-დან შეგიძლია. დააჭირე შენი მოწყობილობის შესაბამის ბმულს:

iPhone: https://apple.co/3pL2aGp

Android: https://bit.ly/3Muuoz2

Huawei: https://bit.ly/3pIDi1U

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲘᲧᲔᲜᲝ FITPASS ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ? 

- პირველ რიგში, გადმოწერე აპლიკაცია და გაიარე ავტორიზაცია.

- თუ უკვე შეიძინე Fitpass, აპლიკაციაში შესასვლელ პაროლს იმეილ შეტყობინების სახით, იმ მეილზე მიიღებდი, რომლითაც ჩვენს სისტემაში კომპანიის წარმომადგენელმა დაგარეგისტრირა.

- თუ არ მიგიღია პაროლი, მონიშნე პაროლის აღდგენა, მიუთითე ჩვენს სისტემაში რეგისტრირებული ელ.ფოსტა და განახლებული პაროლი ავტომატურად გამოგეგზავნება

- ვიზიტის დასაფიქსირებლად, აუცილებელია, ლოკაციაზე, კამერაზე და ინტერნეტზე გქონდეს წვდომა 

ᲓᲐᲛᲐᲕᲘᲬᲧᲓᲐ ᲞᲐᲠᲝᲚᲘ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲘᲥᲪᲔ?

ავტორიზაციის გვერდზე მონიშნე ღილაკი "პაროლის აღდგენა", მიუთითე ჩვენს სისტემაში რეგისტრირებული ელ.ფოსტა და განახლებული პაროლი მომენტალურად გამოგეგზავნება.  

გაითვალისწინე, შენივე უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია, შეცვალო აპლიკაციაში შესასვლელი პაროლი.  

პაროლის შესაცვლელად, გადადი პროფილის გვერდზე, გახსენი "პროფილის რედაქტირება" და მონიშნე "პაროლის შეცვლა".

თუ აქამდე არ შეგიცვლია შენი პროფილის პაროლი, მიმდინარე პაროლის ველში მიუთითე ელექტრონულ მეილზე Fitpass-ისგან მიღებული პაროლი, შემდეგ ველებში შეიყვანე სასურველი პაროლი და დაადასტურე.

ᲓᲐᲛᲐᲕᲘᲬᲧᲓᲐ ᲔᲚ.ᲤᲝᲡᲢᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲘᲥᲪᲔ? 

იმისთვის, რომ შევძლოთ დახმარება, იდენტიფიკაციის გავლა დაგჭირდება. Მოგვწერე ვებ-გვერდზე ჩათში ან დაგვირეკე ნომერზე: 032 2121240 და აუცილებლად დაგეხმარებით.

ᲔᲚ. ᲤᲝᲡᲢᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐ ᲛᲘᲜᲓᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲘᲥᲪᲔ? 

იმისთვის, რომ შევძლოთ დახმარება, იდენტიფიკაციის გავლა დაგჭირდება. დაგვირეკე ნომერზე: 032 2121240 და აუცილებლად დაგეხმარებით.

დარეკვის შემთხვევაში, აუცილებელია, ზარი Fitpass სისტემაში რეგისტრირებული ნომრით განახორციელო.

ᲛᲝᲑᲘᲚᲣᲠᲘᲡ ᲜᲝᲛᲠᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐ ᲛᲘᲜᲓᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲘᲥᲪᲔ?

Მობილურის ნომრის შესაცვლელად, აუცილებელია, მიმართო დამსაქმებელი კომპანიის HR ან საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელ პირს, ვისი დახმარებითაც შეიძინე Fitpass და ვინც ჩვენს სისტემაში  განაახლებს შენს მობილურ ნომერს. 

ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲛᲐ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲩᲔᲛᲘ ᲞᲠᲝᲤᲘᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲔᲜᲝᲡ?

არა, რადგან თითოეულ მომხმარებელს Fitpass-ის სისტემაში საკუთარი ანგარიში აქვს. აუცილებელია, შენ და შენმა ოჯახის წევრმა აპლიკაციაში ავტორიზაცია პირადი ელექტრონული მეილით და პაროლით გაიაროთ. 

ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ ᲓᲐᲛᲔᲑᲚᲝᲙᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲘᲥᲪᲔ? 

აპლიკაციაში პირადი პროფილით მხოლოდ ერთ მომხმარებელს შეუძლია სარგებლობა. გააქტიურების შემდეგ, პერსონალური პროფილის მონაცემები გენერირდება, რომლითაც აპლიკაციაში შეძლებ შესვლას. პირველი ავტორიზაციისას, აპლიკაცია მოწყობილობას იმახსოვრებს როგორც მთავარ/სანდო მოწყობილობად. სხვა მოწყობილობაში პარალელურად შენი პროფილის გააქტიურებისას კი აპლიკაცია დაგებლოკება.

დაბლოკვის შემთხვევაში, აუცილებელია, მოგვწერო ვებგვერდის ან აპლიკაციის ჩათში ან დაგვირეკო ნომერზე: 032 2121240

გაითვალისწინე, მოწყობილობის განბლოკვა 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება. ამ პერიოდში კი ვერ შეძლებ Fitpass-ის გამოყენებას.

ᲔᲚ.ᲤᲝᲡᲢᲐᲖᲔ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲔᲠᲗᲯᲔᲠᲐᲓᲘ ᲞᲐᲠᲝᲚᲘᲡ ᲩᲐᲬᲔᲠᲘᲡᲐᲡ, ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ ᲛᲘᲬᲔᲠᲡ ᲠᲝᲛ ᲐᲠᲐᲡᲬᲝᲠᲘᲐ. ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲘᲥᲪᲔ?

მსგავსი ტექნიკური ხარვეზისას, სცადე აპლიკაციის გადატვირთვა ან წაშლა და ხელახლა ჩამოტვირთვა.

თუ ხარვეზი არ გამოსწორდა, გთხოვთ, მოგვწერე ვებგვერდზე ჩათში ან დაგვირეკე ნომერზე: 032 2121240

ᲠᲝᲛᲔᲚ ᲛᲝᲬᲧᲝᲑᲘᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲓᲛᲝᲬᲔᲠᲐ?

ყველა მოწყობილობაში, რომლის სისტემური განახლება შეესაბამება:

- Android 5.0.0 და ზემოთ

- iOS 13.0 და ზემოთ 

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲪᲕᲐᲚᲝ ᲞᲐᲠᲝᲚᲘ?

თუ აპლიკაციაში შესული ხარ და პაროლის შეცვლა გსურს, გადადი პროფილის გვერდზე, გახსენი "პარამეტრები" და მონიშნე "პაროლის შეცვლა".

1. თუ აქამდე არ შეგიცვლია შენი პროფილის პაროლი, "მიმდინარე პაროლის" ველში მიუთითე ელექტრონულ მეილზე Fitpass-ისგან მიღებული პაროლი

2. "ახალი პაროლის" ველში შეიყვანე სასურველი კომბინაცია

3. "დაადასტურე ახალი პაროლის" ველში ხელმეორედ შეიყვანე სასურველი კომბინაცია

სულ ეს არის! შენი პროფილის პაროლი შეცვლილია.

"ᲓᲐᲒᲐᲕᲘᲬᲧᲓᲐ ᲞᲐᲠᲝᲚᲘ?"-ᲘᲡ ᲛᲝᲜᲘᲨᲕᲜᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲞᲐᲠᲝᲚᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐᲡ ᲛᲗᲮᲝᲕᲡ. ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲘᲥᲪᲔ?

1. "მიმდინარე პაროლის" ველში მიუთითე ელექტრონულ მეილზე Fitpass-ისგან მიღებული პაროლი

2. "ახალი პაროლის" ველში შეიყვანე სასურველი კომბინაცია 

3. "დაადასტურე ახალი პაროლის" ველში ხელმეორედ შეიყვანე სასურველი კომბინაცია

სულ ეს არის! შენი პროფილის პაროლი შეცვლილია.

4. ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲩᲐᲠᲗᲕᲐ FITPASS ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲨᲘ

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲩᲐᲕᲠᲗᲝ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ FITPASS ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲨᲘ?

შენი კომპანიის ჩასართავად, შეავსე მარტივი ფორმა ამ ბმულზე აქ.

ჩვენი გაყიდვების წარმომადგენელი აუცილებლად დაუკავშირდება საკონტაქტო პირს და გააცნობს კორპორატიულ შეთავაზებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გაფორმდება პარტნიორობის ხელშეკრულება და კომპანიის თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ექნებათ საშუალება გაიაქტიურონ Fitpass.

ოჯახის წევრებად ითვლება მშობლები, მეუღლე, შვილები და და-ძმა.

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲝᲑᲐ ᲤᲐᲡᲘᲐᲜᲘᲐ?

კომპანიებისთვის პარტნიორობა სრულიად უფასოა. თანამშრომლობისთვის საჭიროა მხოლოდ მინიმუმ *10 ადამიანის დაინტერესება, როგორც თანამშრომლების, ისე მათი ოჯახის წევრების (მშობლები, მეუღლე, შვილები და და-ძმა).  

*გაითვალისწინე, მინიმალური მსურველთა რაოდენობა კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს.

5. ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲒᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲔᲗ?

- Მოგვწერე აპლიკაციის ან ვებ-გვერდის ჩათში

- დაგვირეკე ნომერზე: 032 212 1240

- გამოგვიგზავნე შეტყობინება ამ გვერდიდან

 

ჩვენი სამუშაო დროებია:

ორშაბათი 09:00-22:00

სამშაბათი 09:00-22:00

ოთხშაბათი 09:00-22:00

ხუთშაბათი 09:00-22:00

პარასკევი 09:00-22:00

შაბათი 09:00 - 22:00

კვირა 09:00 - 22:00

 

ᲡᲐᲓ ᲕᲜᲐᲮᲝ FITPASS-ᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ?

გაწევრიანდი ჩვენს Facebook ჯგუფში

გამოგვყევი სოციალურ მედია არხებში:

Facebook

Instagram

Linkedin

TikTok

Youtube

ᲐᲡᲐᲙᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲐ ᲒᲐᲥᲕᲗ?

Fitpass-ის შეძენა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის შესაძლებელი. მაგრამ, არასრულწლოვანი პირისთვის Fitpass-ის შეძენამდე, აუცილებელია, წინასწარ დაუკავშირდე სასურველ ობიექტს და დარწმუნდე, რომ არ აქვთ რაიმე შიდა ასაკობრივი შეზღუდვა.