ხშირად დასმული კითხვები

აქ შეგიძლიათ მიიღოთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით +995 32 2 12 12 40

სარჩევი
1
რა არის ფიტპასი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ფიტპასს ბარათი?
2
ინფორმაცია სპორტული და გამაჯანსაღებელი ცენტრების შესახებ
3
კორპორატიული მომხმარებლები

1. რა არის ფიტპასი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ფიტპასს ბარათი?

1. რა არის ფიტპასი?

ფიტპასი ევროპის ლიდერი კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას. ფიტპასს ბარათის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად სხვადასხვა სპორტული მიმდინარეობით დაკავდეთ და სხვადასხვა დაწესებულებაში ივარჯიშოთ მხოლოდ ერთი ბარათის დახმარებით.

ფიტპასს სისტემაში უამრავი ფიტნეს დარბაზი, საცურაო აუზი, ჯგუფური ვარჯიშების სტუდიო და სხვა სპორტული კომპანიაა ჩართული. მათი მრავალფეროვნება ყველანაირი ტიპის ადამიანს დააკმაყოფილებს, პროცესში კი დაზოგავთ თანხასა და დროს. ყველა სარგებელი, რომელიც ფიტპასს ბარათს ახლავს თან, ხელს შეგიწყობთ უფრო მარტივად დაკავდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

2. რა ბენეფიტები აქვს ფიტპასს კომპანიებისთვის?

ფიტპასსის ბარათი არის იდეალური გზა თანამშრომლების მოტივაციისთვის, ლოიალურობისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად. ეს არის სწრაფად განვითარებადი და განახლებადი პროდუქტი, რომელიც თანამშრომლების დაჯილდოების არაჩვეულებრივი გზაა საქართველოში. ფიტპასის სისტემაში ჩართული ყველა კომპანიის თანამშრომლები როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად იუმჯობესებენ მდგომარეობას. უპირატესობები: ა) ცხოვრების უფრო ჯანსაღი წესი ზრდის პროდუქტიულობას და ირიბად ახდენს ეფექტს შემოსავლის გაზრდაზე. ბ) დასაქმებულის ჯანმრთელობის უკეთესი მდგომარეობა ამცირებს სამსახურის გაცდენას. გ) ოპტიმალური გამოსავალი - შეთავაზება კეთდება კომპანიის საჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე. დ) კომპანიის ზრდა და მიმზიდველობა პოტენციური დასაქმებულებისთვის. ე) კომპანიის პოზიტიური იმიჯი - იყავი იმ კომპანიის ნაწილი, რომელიც ზრუნავს დასაქმებულის პროფესიულ და ფიზიკურ საჭიროებებზე სხვადასხვა გზით. თუ გსურთ, რომ გაიგოთ მეტი ფიტპასსის უპირატესობებზე, ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ თანდართულ ლინკზე.

3. როგორ გამოვიყენო ფიტპას ბარათი?

ჩვენს პარტნიორ დაწესებულებაში მომსახურების მიღებისთვის, ადგილზე უნდა წარადგინოთ, ფიტპას ბარათი და ვადიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა/პასპორტი). დაწესებულების მომსახურე პერსონალი, სისტემაში გაატარებს თქვენს ბარათს, ვიზიტის დაფიქსირებისთვის და დაგიბრუნებთ უკან.

4. რა სიხშირით შემიძლია ფიტპას ბარათის გამოყენება?

ფიტპას ბარათის გამოყენება შესაძლებელია დღეში მხოლოდ ერთხელ.

5. შეუძლია თუ არა სხვა პიროვნებას, ჩემი ბარათით მიიღოს მომსახურება?

თითოეული ბარათი არის პერსონიფიცირებული და მხოლოდ მის მფლობელს შეუძლია მისი გამოყენება. სხვისი ბარათის გამოყენება დაუშვებელია.

2. ინფორმაცია სპორტული და გამაჯანსაღებელი ცენტრების შესახებ

რომელი სპორტული დაწესებულების სერვისების გამოყენება შემიძლია ფიტპასს ბარათით?

თქვენ შეგიძლიათ სისტემაში ჩართული ყველა დაწესებულების სერვისების გამოყენება.

როგორ შემიძლია სასურველი აქტივობის ან დაწესებულების პოვნა?

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ დაწესებულება ფიტპასის პარტნიორების გვერდზე, სიის გაფილტვრა შეგიძლიათ სხვადასხვა პარამეტრებით

სად შეიძლება მოვიძიო დამატებითი ინფორმაცია, კონკრეტულ სპორტულ ობიექტებზე და მათ შეთავაზებებზე?

ყველა ფიტპასის პარტნიორ სპორტულ დაწესებულებას აქვს საკუთარი პროფილი, "ობიექტები"-ის გვერდზე. მოიძიეთ მათი პროფილი და იხილეთ სრული ინფორმაცია მათ სერვისებსა და შეთავაზებებზე. * წასვლამდე, ყოველთვის გაეცანით დარბაზის შესახებ ინფორმაციას.

როგორ ფიქსირდება ჩემი ვიზიტი?

ჩვენს პარტნიორ დაწესებულებაში მომსახურების მიღებისთვის, ადგილზე უნდა წარადგინოთ ფიტპასს ბარათი და ვადიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა/პასპორტი). დაწესებულების მომსახურე პერსონალი, სისტემაში გაატარებს თქვენს ბარათს, ვიზიტის დაფიქსირებისთვის და დაგიბრუნებთ უკან.

შემიძლია სხვადასხვა სპორტულ დაწესებულებას მივმართო ერთი თვის განმავლობაში?

დიახ! ივარჯიშეთ, სადაც გსურთ, როცა გსურთ და როგორც გსურთ. სწორედ ეს არის ფიტპასს ბარათის უნიკალურობა.

შემიძლია ჩემი ფიტპასს ბარათი დავტოვო სპორტულ დაწესებულებაში?

ფიტპასს ბარათის სპორტულ დაწესებულებაში დატოვება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც თავად იმყოფებით ადგილზე. (ვარჯიშის განმავლობაში)

რომელი სპორტული დაწესებულებით ან აქტივობით სარგებლობა შემიძლია ფიტპასს ბარათით?

ფიტპასის სისტემაში 100-ზე მეტი სხვადასხვა დაწესებულება და 40+ აქტივობაა გაერთიანებული, რომლითაც თავისუფლად ისარგებლებთ. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ან საინტერესო აქტივობა ჩვენს გვერდზე - "ობიექტები", თქვენთვის სასურველ ტერიტორიაზე და ისიამოვნეთ ვარჯიშით!

შემიძლია ვისარგებლო ყველა აქტივობით, თანხის დამატების გარეშე?

ძირითადი აქტივობები, რომლებსაც ფიტპასი მოიცავს არ საჭიროებს თანხის დამატებას, ჩვენს გვერდზე -"ობიექტები" შეგიძლიათ იხილოთ დაწვრილებითი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო აქტივობებზე

წინასწარი დაჯავშნა საჭიროა დაწესებულებაში წასვლამდე?

ფიტპასის სისტემაში მყოფი დაწესებულებები ძირითადად არ ითხოვენ წინასწარ ჯავშანს, თუმცა გარკვეული სპორტული აქტივობები და ჯგუფური ვარჯიშები, საჭიროებენ წინასწარ დროის შეთანხმებას და ჯგუფში მსურველი ადამიანების რაოდენობის დადგენას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა წინასწარ ვიზიტის შეტანხმება. დაწესებულებაში ვიზიტამდე, გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ, მსგავს ინფორმაციას,ჩვენი გვერდის დახმარებით.

3. კორპორატიული მომხმარებლები

როგორ შემიძლია მივიღო ფიტპასსის ბარათი?

შეგიძლიათ მიიღოთ ფიტპასსის ბარათი, თუ მუშაობთ ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და თუ თქვენი დამქირავებელი არის ფიტპასსის პარტნიორი. ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ლინკზე.

როგორ შემიძლია გადავიხადო ფიტპასსის წევრობის საფასური?

გადახდა ფიტპასს ბიზნეს ბარათისთვის დამოკიდებულია თქვენს დამსაქმებელ ორგანიზაციაზე. დაუკავშირდით თქვენს კადრების განყოფილებას და მოიძიეთ მეტი ინფორმაცია.

როგორ შემიძლია მივიღო ფიტპასსის ბარათი?

ფიტპასსის ბარათები მიტანილი იქნება თქვენი კომპანიის კადრების განყოფილებაში, საიდანაც განაწილდება მომხმარებლებზე.

დავკარგე ჩემი ფიტპასს ბარათი, როგორ მოვიქცე?

თუ დაკარგეთ ფიტპასს ბარათი, მიმართეთ სატელეფონო ცენტრს ნომერზე: +995 32 212 1240 ან ელ.ფოსტაზე: info@fitpass.ge, ან დაუკავშირდით კადრების განყოფილებას თქვენს ორგანიზაციაში. რამოდენიმე დღეში დაგიმზადებთ ახალ ფიტპასს ბარათს.

ჩემი კომპანია არ არის ფიტპასსის სისტემის პარტნიორი? როგორ მოვიქცეთ?

თუ გსურთ, რომ თქვენი კომპანია გახდეს ფიტპასსის წევრი, დაუკავშირდით ჩვენს სატელეფონო ცენტრს ნომერზე: +995 32 212 1240 ან მოგვმართეთ ელ.ფოსტაზე: Info@fitpass.ge მაქსიმალურად ვეცდებით გაგიწიოთ საუკეთესო თანამშრომლობა.