როგორ მუშაობს
გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია და ჩვენი გაყიდვების გუნდის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ
თქვენი კომპანიის თანამშრომლებს შეეძლებათ ერთდროულად 100-ზე მეტი დაწესებულებით ისარგებლონ
წარმოადგინეთ თქვენი ბარათი ფიტპასის სისტემაში ჩართულ დაწესებულებაში და ისარგებლეთ მათი სერვისებით
რა ბენეფიტები აქვს ფიტპასის სისტემას?
თქვენი კომპანიისთვის
ფიტპასი დაგეხმარებათ თქვენი კომპანიისთვის დადებითი იმიჯის შექმნაში. სისტემაში გაწევრიანებით გაზრდით თანამშრომლების პროდუქტიულობას, აუმაღლებთ ლოიალურობის გრძნობას, ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების რიცხვს კი შეამცირებთ
თანამშრომლებისთვის
ჩვენი დახმარებით, თქვენი თანამშრომლები მიიღებენ შეუზღუდავ წვდომას სპორტულ და გამაჯანსაღებელ ცენტრებში. კვლევების თანახმად, კარგად დასვენებული და ენერგიული თანამშრომელი სამსახურში ყოველთვის უკეთეს შედეგს აჩვენებს.
სარგებელი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სახელმძღვანელოს თანახმად, ახალგაზრდა ადამიანებისთვის დღეში 60 წუთი აქტიურობაა რეკომენდებული, ზრდასრულებისთვის კი 30 წუთი. ფიზიკური აქტიურობა ამცირებს მრავალი ქრონიკული დაავადების რისკს, მათ შორის სისხლძარღვების დაავადების, სიმსუქნის, 2 ტიპის დიაბეტის და სიმსივნის ზოგიერთი ფორმის რისკს. უფრო მეტიც, ფიზიკური აქტიურობა აუმჯობესებს ძვლოვანი სისტემის სიმაგრეს და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.
რა ღირს
ფასი
კომპანიის ტიპისა და ბიუჯეტის შესაბამისად ჩვენ სპეციალურად თქვენთვის ვამზადებთ შეთავაზებას, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენს მოთხოვნებსა და მოლოდინებს.
თანაგადახდა
უმეტეს შემთხვევაში ფიტპასის ბარათის მომსახურებას სრულად ფარავს დამსაქმებელი, მაგრამ შესაძლებელია თანამშრომელმა სრულად გადაიხადოს საწევრო გადასახადი. ერთადერთი მოთხოვნა თანხის კომპანიის ანგარიშიდან გადმორიცხვაა
დაანგარიშება და გადახდის წესი
დაანგარიშების პერიოდი ერთი თვეა. თქვენ თავად ირჩევთ მომსახურების დაწყების თარიღს. როგორც წესი ეს თარიღი ხელფასის გაცემის დღეს ემთხვევა. მომსახურების გადახდა ხდება წინასწარ, თქვენი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე