საცურაო აუზი "თოლია"

მომხმარებლების შეფასება: 7.93 კომენტარები (34)
საუნააუზისაცურაო აუზი

სამუშაო საათები

ორშაბათი 7:00-20:00
სამშაბათი 7:00-20:00
ოთხშაბათი 7:00-20:00
ხუთშაბათი 7:00-20:00
პარასკევი 7:00-20:00
შაბათი 7:00-20:00
კვირა 10:00-19:00

ჩვენ შესახებ

საცურაო აუზი "თოლია"- სუფთა და დაცული ადგილი თქვენთვის.
ინფრაწითელი გამოსხივების საუნა;
აუმჯობესებს კუნთებისა და სახსრების ქსოვილების მდგომარეობას, ხსნის კუნთის სპაზმს, ინფრაწითელი გამოსხივება იწვევს ტონუსის რეფლექტორულ შემცირებას განივზოლიან და ბრტყელ მუსკულატურაზე. ამცირებს მათი სპაზმებით გამოწვეულ ტკივილს, დასხივების წყალობით ხდება სისხლის ნაკადის გაძლიერება კუნთში რაც ეფექტურად ხსნის ტრამვებით გამოწვეულ ტკივილს ამასთან
+ მეტის წაკითხვა

სერვისები

დამატებითი გადასახადის გარეშე

კომენტარები და შეფასებები (34)

7.93
აღჭურვილობა 7.6
პერსონალი 8.3
სისუფთავე 7.9
ინტერიერი 7.5

კომენტარის დატოვება გსურთ?

კომენტარის დასატოვებლად აუცილებელია ეწვიოთ შესაბამის ობიექტს და დააფიქსიროთ თქვენი FitPass ბარათით ვიზიტი. საღამოს მიიღებთ ელ.ფოსტას (მისამართზე, რომელიც FitPass სისტემაშია მითითებული) კომენტარისა და შეფასების დასაწერად.

6.9 16.6.2022 / 22:00

„აუზი სრულად ერთი სიღრმის არ არის, ნელნელა ღრმავდება, ამიტომ ძალიან კარგია დამწყებისთვის, ვინც ახლა სწავლობს ცურვას. წყალი სუფთა და კარგია. გასახდელი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, კარადები დაზიანებული, საშხაპედან წყალი გადმოდის გასახდელში და გადაადგილება და გამოცვლაც კი საშიშია, რადგან ფეხი ცურავს სველ იატაკზე და შეიძლება წაიქცე. სისუფთავეც ნაკლებად.”

10 14.6.2022 / 19:48

„seuliad kmayopiliii”

10 31.5.2022 / 11:32

„ვარჯიში მომწონს, მაგრამ იმდენად გადატვირთულია აუზი რომ შეუძლებელია ნორმალურად იცურაო. კარგი იქნებოდა დროის ლიმიტის დაწესება, როგორ ხდებოდა წლების წინ. ბავშვებით არის სავსე ღამის 9 საათზეც კი, ყვირიან და არის ერთი ამბავი.”

7.5 9.4.2022 / 10:06

„კარგი იქნება საშხაპეს კარები ჰქონდეს.”

8.1 7.4.2022 / 19:16

„ტანსაცმლის და პირადი ნივთების შესანახი კარადები არ იკეტება”

8.1 19.1.2022 / 18:55

„ფიტნესი თუ გაინტერესებთ, არც უნდა იფიქროთ აქ მოსვლაზე. აუზი სუფთაა, კარგი წყალია, თბილია და ნებისმიერი კატეგორიის ადამინისთვისაა გათვლილი (ვინც იცის ცურვა და ვინც არა). გამოსაცვლელებში უწესრიგობაა, ასევე არ არის "ლოქერები" სადაც შეინახავთ პირად ნივთებს, ამიტომ მომიწია ღირებული ნივთების მიმღებში დატოვება. მშრალი საუნა მაინც და მაინც კარგი არ იყო, ასევე პატარა სივრცეც იყო. მოკლედ, თუ მხოლოდ აუზი გაინტერესებთ, თოლია უალტერნატივოა.”

10 14.9.2021 / 10:44

„კმაყოფილი ვარ”

10 11.8.2021 / 21:15

„ყველაფერი საუკეთესოა,უბრალოდ დღეს ბევრი ქლორი იყო წყალში.”

10 2.8.2021 / 10:17

„სავალდებულო/კონტროლირებადი უნდა იყოს აუზში ჩასვლამდე შხაპის მიღება. ასევე, სიცხის გაზომვაც,პირბადეების კონტროლიც! ბახილები უნდა იყოს აუზში "შლოპანცებით' ასვლაზე ან დეზობარიერი. წყალი სუფთაა და მომეწონა.”

10 20.7.2021 / 20:11

„❤️”

მშენებელთ ქუჩა 15, ძველი რუსთავი, რუსთავი