კლუბში ვარჯიში არა მხოლოდ MMA-ს მებრძოლებს, არამედ, კიკ-ბოქსინგის, კარატეს, კრივის, ძიუდოსა და სამბოს მოყვარულებს შეუძლიათ.
„ვორიორსი“ 5 წლის ასაკის ბავშვებიდან დაწყებული, გოგონების ჩათვლით, ნებისმიერი მსურველისა და ასაკის ადამიანისთვის ღიაა.
კლუბის მიზანი მხოლოდ MMA-ს პროფესიონალი მებრძოლების მომზადება არაა, არამედ, ის ზოგადად საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება.
გარდა ამისა, კლუბის ჩამოყალიბების მიზანია, რომ საქართველოში MMA-ის პოპულარიზაცია მოხდეს და ხალხმა სპორტის ეს სახეობა უფრო კარგად გაიცნოს.
გთხოვთ, გათვალისწინოთ:
აღნიშნული ობიექტით სარგებლობა, შესაძლებელი იქნება 16 აპრილამდე.